მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვაქვს შესაძლებლობა 20-30 და 50 მილიონი ტურისტი მივიღოთ საქართველოში"

62039baa7322f
თათია ჩაფიჩაძე
09.02.22 19:44
7567
"ორბის ჯგუფის“გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე ფიქრობს, რომ ქვეყანას შესაბამისი ინფრასრუქტურის შექმნის შეთხვევაში, უახლოეს წლებში 50 მლნ-მდე ტურისტის მიღების პოტენციალი აქვს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო უნდა იქცეს ტურისტულ მექად, ყველა პირობა გვაქვს ამისთვის: ბუნება და ეკოლოგიური პირობები, გვაქვს ზღვა, მთა, 7 სთ-ში შეგვიძლია გავიაროთ ყველა კლიმატური ზონა, არის გასტრონომიის უნიკალური ტრადიცია, ბუნებრივად ვართ სტუმართმოყარე... ამ მიზეზების გათვალისწინებით, ჩვენ თუ წლიურად ვიღებთ 10 მლნ-მდე ტურისტს, გვაქვს შესაძლებლობა 20-30 და 50 მლნ-იც მივიღოთ.

უბრალოდ ამას სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ამიტომ მაქსიმალურად მეტი სასტუმრო ნომერი და ინფრასტრუქტურა უნდა შევქმნათ ქვეყანაში და ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ თუ დღეს ბევრი ადამიანი გადის ქვეყნის გარეთ, ეკონომიკური ზრდა განაპირობებს იმას, რომ მათი უკან დაბრუნება გახდება საჭირო და სწორედ ბიზნესი იქნება ამის ინიციატორი“ - განაცხადა კვერღელიძემ.