05.მარტი .2020 20:20

"გვექნება 50%-იანი თანადაფინანსება ჭის, ჭაბურღილების და სატუმბი მოწყობილობის დამონტაჟებისთვის"

views 242
უკან

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ იმ ძირითად ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც მთავრობამ პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში დაამტკიცა.

„ეს უკავშირდება ახალი ინტენსიური თუ ნახევრად ინტენსიური ბაღების გაშენების შემთხვევაში, ჭით ან ჭაბურღილებით და შესაბამისი სატუმბი სისტემებით უზრუნველყოფით შემთხვევაში თანადაფინანსებას, რასაც სახელმწიფოს მხრიდან განახორციელებს ჩვენი სამინისტრო. ჩვენ გვექნება 50%-იანი თანადაფინანსება, ჭის, ჭაბურღილების და სატუმბი მოწყობილობების დამონტაჟების შემთხვევაში, მაგრამ, არაუმეტეს 15 ათასი ან 18 ათასი ლარის გრანტი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, დავითაშილმა განმარტა, რომ აღნიშნულ ცვლილებას მოსახლეობა ითხოვდა და საკითხი შიდა ქართლში პრემიერთან შეხვედრისასაც დაისვა. მისივე განმარტებით, ის განსაკუთრებით აქტუალურია ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში, წყლის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

„იმ შემთხვევაში, თუ ეს არის ინდივიდუალური განაცხადი, მაშინ მაქსიმალური თანადაფინანსების თანხა 15 ათასი ლარით შემოიფარგლება, ხოლო თუ ეს არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, მაშინ თანადაფინანსების თანხა იქნება 18 ათასი ლარი“, - აღნიშნა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა