მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვინდა, ცეცხლი რაც შეიძლება მალე შეწყდეს" - მაკრონი შოლცს შეხვდა

627a1972ceb12
მარიამ ვარადაშვილი
10.05.22 11:55
693
საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გერმანიაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ გერმანიასთან ერთად, მათი მიზანია, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება რაც შეიძლება მალე მიიღწეს.

პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ, ეს მაკრონის პირველი ვიზიტია გერმანიაში. კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდგომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ომი დასრულებულად რუსეთის ჯარების სრულად გამოსვლის შემდეგ ჩაითვლება.

“რაც გვინდა, არის ის, რომ ცეცხლი რაც შეიძლება მალე შეწყდეს", - განაცხადა მაკრონმა. მისივე თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. “ჩვენ უკრაინის სურვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარეს ვართ, არც მეტი და არც ნაკლები”, - თქვა მან.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, ვითარების დეესკალაცია მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე წარმოუდგენელია უკრაინა დათანხმდეს ისეთ პირობებს, რომელიც მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მიუღებელია.