მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვინდა, რეგულარული ფერენები დღესვე იყოს, მაგრამ მოლაპარაკებები სწრაფად ვერ ხერხდება"

5f06d83a3ae5c
ინგა მურუსიძე
09.07.20 12:41
896
ჩვენც ძალიან გვინდა, რომ რეგულარული ფრენები დღესვე იყოს, მაგრამ მოლაპარაკებების წარმოება სწრაფად ვერ ხერხდება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

Bmg-ს კითხვა საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ ასე ჟღერდა: „გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი - გვაქვს თუ არა საშუალება ივლისში ვიაროთ? გარდა ამისა, სუბსიდირებულია ფრენები ამსტერდამში, ხოლო ჩვენს სტუდენტებს არ აქვთ საშუალება ამსტერდამის საშუალებით მოხვდნენ ბერლინში, რას ეტყვით თუნდაც სტუდენტებს, რომლებიც სამი თვით მიდიოდნენ ევროპაში, მუშაობდნენ და რამდენიმე ათას ევროს გამოიმუშავებდნენ?“

„ყველა შემთხვევა დეტალურად იქნება შესწავლილი, თუმცა პირველ რიგში ჩვენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ. ასევე მინდა გითხრათ, რომ იმ 5 ქვეყანაში, ვისაც უპირობოდ გავუხსენით საზღვრები, ამით ისარგებლებენ არა მხოლოდ მათი მოქალაქეები, არამედ ბინადრობის უფლების მქონე ადამიანებიც. საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ამ ხუთ ქვეყანაში ბინადრობის უფლება, მათ ექნებათ შესაძლებლობა უპირობოდ შემოვიდნენ საქართველოში. ის, რომ დღეს ვერ გავფრინდებით მესმის და ეს გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ჩვენც ძალიან გვინდა, რომ დღესვე იყოს ეს, მაგრამ სწრაფად ვერ ხერხდება მოლაპარაკების წარმოება, ამიტომ ეკონომიკის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თუნდაც აგვისტოს პირველი რიცხვიდან „ლუფთჰანზამ“ დაიწყოს ფრენა და ამ კატეგორიის ადამიანებს ჰქონდეთ ფრენის საშუალება", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.