07.თებერვალი .2020 11:38

"გვინდა შემოვიყვანოთ მეტროს ახალი ვაგონები" - კალაძე

views 509
უკან

გვინდა შემოვიყვანოთ მეტროს ახალი ვაგონები და სადგურებს სრული რეაბილიტაცია ჩავუტაროთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს „ისუზუს“ მარკის ახალი ავტობუსების წარადგინა და სატრანსპორტო პოლიტიკაზეც ისაუბრა.

„გვინდა, რომ შემოვიყვანოთ ახალი მეტროს ვაგონები, გავაკეთოთ სადგურების სრული რეაბილიტაცია, რა თქმა უნდა ამ პროექტსაც თანმიმდევრულად განვახორციელებთ და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეტაპობრივად იქნება მოწესრიგებული. რაც არ უნდა შემოტევები იყოს ჩვენს წინააღმდეგ, დედაქალაქის მერიის და ჩვენი თანამშრომლების წინააღმდეგ, მინდა ყველას ვუთხრა, ვერაფერი შეზღუდავს ქვეყნის განვითარებას, ქალაქის წინსვლას. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც მივდივართ და ვასრულებთ დაპირებებს“, - განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა