მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვინდა ვიცოდეთ, რა დგას ამ რეგულაციის უკან" – "ევექსი ჰოსპიტლების" დირექტორის მოადგილე

5f05cd3f9539b
BM.GE
09.07.20 10:15
1095
"რეგულაციები უნდა იყოს ადეკვატური და მიზნობრივი. ბიზნეს სექტორი არ არის რეგულაციების წინააღმდეგი, უბრალოდ გვინდა ვიცოდეთ, რა დგას ამ რეგულაციის უკან, ვინ არის ამით მოსარგებლე. ჩანდეს ინტერესი როგორც მომხმარებლის, ასევე გათვალისწინებული იყო ბიზნეს სექტორის ინტერესები", - ამის შესახებ გადაცემა #ქალებისნარატივის ეთერში "ევექსი ჰოსპიტლების" გენერალური დირექტორის მოადგილე ეკატერინე ქავთარაძემ წამლის რეგისტრაციის თვალსაზრისით დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა.

თემაზე საუბრისას ეკატერინე ქავთარაძე აღნიშნავს, რომ კანონპროექტის განხილვისას პარლამენტში კომიტეტები აქტიურად ჩაერთნენ და ჩართეს ბიზნეს სექტორიც.

მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია რეგულაცია, რომელიც ბიზნეს სექტორს დამატებითი ინვესტიციებისკენ მოუწოდებს, იყოს სერვისის ან ხარისხის განვითარების საჭიროებით გამოწვეული.

ამ მხრივ, ეკატერინე ქავთარაძე ეხმაურება სელექტიური კონტრაქტირების საკითხს და აღნიშნავს, რომ უმჯობესია, ის სამედიცინო დაწესებულებები იყვნენ სამედიცინო სერვისის მიწოდებაში სახელმწიფოს კონტრაქტორები, რომლებიც აკმაყოფილებენ მათ ხარისხობრივ ინდიკატორს.

"ჯანდაცვა მუდმივად განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. მნიშვნელოვანია, რომ ეს ხაზი გაგრძელდეს, შემოდიოდეს ახალი ტექნოლოგიები, ჩვენს მოქალაქეებს აღარ უწევდეთ სერვისების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ქვეყნის დატოვება", - დასძენს "ევექსი ჰოსპიტლების" გენერალური დირექტორის მოადგილე.

"წამლის შესახებ კანონში" ცვლილებებზე მომზადებული კანონპროექტი მედიკამენტის რეგისტრაციის ვადას 7-დან 15 დღემდე ზრდის.