25.ივნისი .2022 20:00

"გვინდა წელიწადში 200 კურსდამთავრებული გვყავდეს" - "ბლოკ ჯგუფი" IT სკოლის წარმომადგენლობას გახსნის

"გვინდა წელიწადში 200 კურსდამთავრებული გვყავდეს" - "ბლოკ ჯგუფი" IT სკოლის წარმომადგენლობას გახსნის
views 1756
უკან

“ბლოკ ჰგუფი” განათლების სფეროში შედის. ამის შესახებ “ბლოკ ჯგუფის” მმართველმა პარტნიორმა თორნიკე ჯანაშვილმა “Forbes კვირასთან” ინტერვიუში ისაუბრა.

კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, კომპანია IT მიმართულებით არის დაინტერესბული.

“აიტი მიმართულებითაც უცხოელი პარტნიორები გვყავს. ეს არის “Zero1.education”, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია წარმოდგენილი. მათთან პარტნიორობით მსურველებს არაფორმალური განათლების ონლაინპროგრამას შევთავაზებთ, რომელიც 2-წლიანი კურსით სპეციალისტებს ზრდის. სწავლა უფასო იქნება, ჩვენ როგორც სააგენტო ისე ვიმუშავებთ. ეს იქნება ერთგვარი ქსელის ნაწილი, სადაც ყველა სტუდენტი პირდაპირ არის დაკონტრაქტებული. გვინდა წელიწადში მინიმუმ 200 ახალი კურსდამთავრებული გვყავდეს”, - აცხადებს “ბლოკ ჯგუფის” მმართველი პარტნიორი.

გარდა ამისა, კომპანიას ექსკლუზიური კონტრაქტი მსოფლიოში ყველაზე დიდ სტუმარმასპინძლობის სკოლა “ვატელთან” აქვს, რომელიც საქართველოსა და სომხეთში სკოლების ფილიალის გახსნას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა