მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვინდოდა გაგვეკეთებინა ის, რაც აქამდე არ გაკეთებულა" – "ასკანელის" ორგანიზებით მონაკოში ქართული ღვინო გამოიფინა

60c4a841427b1
BM.GE
12.06.21 16:23
1245
მონაკოში, მონტე-კარლოს ღვინის სასახლეში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით 7 ქართული კომპანიის 12 სხვადასხვა სახეობის ღვინო გამოიფინა. ღონისძიება კომპანია “ასკანელი ძმების” ორგანიზებით ჩატარდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გოჩა ჩხაიძე “Forbes კვირას” უყვება, გამოფენაზე წარსადგენად 100 კომპანიის 200–მდე ქართული ღვინო დააგემოვნეს და ბოლოს 7 კომპანიაზე შეაჩერეს არჩევანი.

მისი თქმით, ამ დროისთვის მონაკო რეგულაციების გამო ფაქტობრივად ჩაკეტილია, მიუხედავად ამისა მოახერხეს, რომ გამოფენაზე გაეერთიანებინათ ქართული ღვინის კომპანიები, მსოფლიოში ცნობილი მეღვინეები და ჟურნალისტები, რომლებმაც ქართული ნაწარმის შესახებ მსოფლიოს უნდა მოუყვნენ.

გოჩა ჩხაიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება “ასკანელი ძმების” ორგანიზებულია, აქ მხოლოდ ერთი კომპანიის ღვინო არ იყო წარმოდგენილი.

“ინიციატივა ჩვენგან წამოვიდა, გვინდოდა გაგვეკეთებინა ის, რაც აქამდე არ გაკეთებულა. ჩვენ ავიკიდეთ მთელი ხარჯი, თუმცა, წარვადგინეთ სრულად საქართველო”,– აცხადებს გოჩა ჩხაიძე.

მისივე თქმით, უკეთესია, როცა მსგავს ღონისძიებას აორგანიზებს ბიზნესი და არა სახელმწიფო, რადგან როცა ბიუჯეტის ფული იხარჯება, იზრდება ბიუროკრატიაც.