25.ნოემბერი .2022 23:25

"ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზარზე 60%-იანი დამოკიდებულება გამოწვევად რჩება" - მეხუზლა

"ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზარზე 60%-იანი დამოკიდებულება გამოწვევად რჩება" - მეხუზლა
views 547
უკან

2022 წლის 10 თვეში ღვინის ექსპორტი 6.2%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ჯამში თითქმის 201 მლნ დოლარის ღვინოა ექსპორტირებული. ამ პერიოდში ღვინის ექსპორტი განსაკუთრებით გაიზარდა რუსეთში და 129 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდში 106 მლნ დოლარი იყო. ზრდა 21.6%-ს შეადგენს. შესაბამისად, რუსეთის წილი ქართული ღვინის მთლიან ექსპორტში თითქმის 65%-მდე გაიზარდა.

„გამოწვევაა, რომ რუსეთის ბაზრის წილი ქართული ღვინის ექსპორტში 60%-ზე მეტია“ - ასე აფასებს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა ქართული ღვინის ექსპორტში რუსეთის წილის ზრდას. აღნიშნულ საკითხზე მან გადაცემა „ანალიტიკაში“ წამყვანის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

ლევან მეხუზლა თვლის, რომ ეს მაქსიმუმ საშუალოვადინი პრობლემაა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომითაა განპირობებული.

„გამოწვევად გარკვეულწილად რჩება ის, რომ რუსეთის ბაზრის წილი ქართული ღვინის ექსპორტში 60%-ზე მეტია. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს მოკლევადიანი ან მაქსიმუმ საშუალოვადიანი პრობლემაა, რომელიც მეტწილად რუსეთ-უკრაინის ომითაა განპირობებული.

მიზეზებიდან პირველი ისტორიულია, რომ რუსეთი მე-19 საუკუნიდან ჩვენი ღვინის ტრადიციული და მთავარი ბაზარია. ისიც უნდა აღვინიშნოთ, რომ წელს რუსეთში ჯამურად ალკოჰოლური სასმელების იმპორტი 35-40%-ით შემცირდა, შესაბამისად ბაზარზე არსებული დეფიციტის გამო მოთხოვნა იმ ქვეყნების მიმართულებით გაჩნდა, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობენ, მათ შორისაა საქართველოც.

ეს მთავარი ფაქტორია, რამაც მოკლევადიან პერიოდში რუსეთის ბაზარზე ღვინის ექსპორტის ზრდა გამოიწვია. რადგან გასულ წელს რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების მაჩვენებელი 60%-ს პირველად ჩამოცდა და წლის ბოლოს რუსეთის წილმა ღვინის ექსპორტში 58% შეადგინა“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა