ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცერმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ახორციელებენ.
„ჩვენ ვმუშაობთ დაფინანსების მიმართულებით, პროექტებს ვახორციელებთ ევროპის საინვესტიციო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ არსებობს შესაძლებლობები, რომლებიც ხელს შეუწყობს იმ მეწარმეებსა და ბიზნესმენებს, რომლებიც გაფართოებას ცდილობენ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ევროკავშირის ელჩმა ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებიც რამდენიმე მიმართუელბით, სხვადასხვა სექტორებში ხორციელდება. „ჩვენ გვაქვს რიგი პროექტები, ვცდილობთ სტიმულირება მოვახდინოთ სოფლის მეურნეობის, კვების მიმართულებების, მიკროსაწარმოების, ან ცოტა უფრო დიდი საწარმოების, რომლებსაც სურვილი აქვთ კვლევასა და ინოვაციის მიმართულებით წინ წაიწიონ“, - აღნიშნა მან.
კარლ ჰარცერმა კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოში სხვადასხვა სექტორული კლასტერების განვითარების პერსპექტივებს. „საქართველოში გვაქვს კლასტერები, მაგალითად: ინტერიერის, დიზაინის, ფილმების წარმოების, ავეჯის, ტანსაცმლის და სხვა მიმართულებით. ჩვენ დავასრულეთ კვლევა და გვჯერა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის კლასტერიზაცია ხელს შეუწყობს ევროპის ბაზარზე გასვლას“, -განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა