მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვსურს, საქართველოს ავიაბაზარზე პროდუქტიულად ვიყოთ წარმოჩენილი, მათ შორის სხვა ბრენდებით" - LUFTHANSA

628ce3c831c2b
მარიამ ვარადაშვილი
24.05.22 17:50
856
აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში LUFTHANSA GROUP-ის გაყიდვების უფროსს პეტერ პულემსა და რეგიონულ მენეჯერ, კარსტენ ცანგს შეხვდა.

სახელმწიფო კომპანიის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ავიაბაზარზე LUFTHANSA GROUP-ის წევრი სხვა ავიაკომპანიების შემოსვლის პერსპექტივებსა და არსებულ მოლაპარაკებებს შეეხო.

"გვსურს, რომ LUFTHANSA GROUP საქართველოს ავიაბაზარზე მაქსიმალურად პროდუქტიულად ვიყოთ წარმოჩენილი. მათ შორის ჩვენი სხვა ბრენდებით, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვოპერირებთ,"-განაცხადა პეტერ პულემმა.

ამ ეტაპზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში 7 სიხშირით პირდაპირ რეგულარურ ფრენებს მიუნხენის მიმართულებით ავიაკომპანია LUFTHANSA ასრულებს, ხოლო დულესდორფის მიმართულებით LUFTHANSA GROUP-ში შემავალი ბიუჯეტიანი ავიაკომპანია EUROWINGS, რომელიც ზაფხულის სეზონიდან ფრენებს შტუტგარდი-თბილისის მიმართულებით იწყებს. 

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, პირდაპირ რეგულარულ რეისებს გერმანიის სამ ქალაქში: ბერლინში, დორტმუნდსა და მემინგენში ავიაკომპანია WIZZ AIR ასრულებს. LUFTHANSA GROUP-ში შემავალი ავიაკომპანიებია: LUFTHANSA, EUROWINGS, AUSTRIAN, SWISS, BRUSSELS AIRLINES.