აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში LUFTHANSA GROUP-ის გაყიდვების უფროსს პეტერ პულემსა და რეგიონულ მენეჯერ, კარსტენ ცანგს შეხვდა.
სახელმწიფო კომპანიის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ავიაბაზარზე LUFTHANSA GROUP-ის წევრი სხვა ავიაკომპანიების შემოსვლის პერსპექტივებსა და არსებულ მოლაპარაკებებს შეეხო.
"გვსურს, რომ LUFTHANSA GROUP საქართველოს ავიაბაზარზე მაქსიმალურად პროდუქტიულად ვიყოთ წარმოჩენილი. მათ შორის ჩვენი სხვა ბრენდებით, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვოპერირებთ,"-განაცხადა პეტერ პულემმა.
ამ ეტაპზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში 7 სიხშირით პირდაპირ რეგულარურ ფრენებს მიუნხენის მიმართულებით ავიაკომპანია LUFTHANSA ასრულებს, ხოლო დულესდორფის მიმართულებით LUFTHANSA GROUP-ში შემავალი ბიუჯეტიანი ავიაკომპანია EUROWINGS, რომელიც ზაფხულის სეზონიდან ფრენებს შტუტგარდი-თბილისის მიმართულებით იწყებს.
რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, პირდაპირ რეგულარულ რეისებს გერმანიის სამ ქალაქში: ბერლინში, დორტმუნდსა და მემინგენში ავიაკომპანია WIZZ AIR ასრულებს. LUFTHANSA GROUP-ში შემავალი ავიაკომპანიებია: LUFTHANSA, EUROWINGS, AUSTRIAN, SWISS, BRUSSELS AIRLINES.