"კავკასიის უნივერსიტეტი“ თიბისი ბანკის მხარდაჭერით, 5 წლის ვადაში, ჯამში, $200 მლნ-იანი ღირებულების პროექტებს განახორციელებს.
როგორც bm.ge-ს „კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტმა კახა შენგელიამ განუცხადა, ბათუმში 20 000 კვადრატულ მეტრზე ახალი უნივერსიტეტი შენდება, რომელიც ისეთ ფაკულტეტებს გააერთიანებს, როგორიც არის საზღვაო სკოლა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის თბილისში სპეციალურად სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჰოსპიტალის მშენებლობაც მიმდინარეობს.
„ბათუმში უზარმაზარი კამპუსი შენდება, ეს იქნება სრულიად ახალი უნივერსიტეტი, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი, ახალი ფაკულტეტებით. ასევე, ვგეგმავთ სტუდენტებს სასტუმროს მენეჯმენტი შევასწავლოთ, სწორედ ამისთვის კამპუსის ფარგლებში რესტორანი და სასტუმრო აშენდება, რათა ქართველმა თუ უცხოელმა სტუდენტებმა ყველაფრის შესწავლა ადგილზევე შეძლონ. ამასთან, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის თბილისში ჰოსპიტალს და დიდ კამპუსს ვაშენებთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ საშუალო სკოლების განვითარების მიზნით, ჯერ ბათუმში, შემდგომ თბილისსა და რეგიონებში სკოლების აშენებასაც ვაპირებთ; გვსურს, ყველა რეგიონში ერთი კარგი სკოლა გვქონდეს, ეს არის ჩემი ამბიცია“, - აღნიშნავს კახა შენგელია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო