სადაზღვევო კომპანია „იმედი L“-ის ხელმღვანელის, გივი გიორგაძის განცხადებით, სადაზღვევო კომპანიებს უკვე ჰყავთ სპეციალურად დატრენინგებული ოჯახის ექიმები, რომლებიც სრულიად მომზადებული არიან, რომ მსუბუქი პაციენტები ბინაზე მართონ.
საქმე იმაშია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, კერძო სადაზღვევო სექტორი, კორონავირუსის მართვის პროგრამაში ჩაერთო. კომპანიების თანამშრომელი ოჯახის ექიმები კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ბინაზე მართავენ.
როგორც მან BMG-ს გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა, დაზღვეულ პაციენტებს არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ აუცილებლად ის ოჯახის ექიმი უმკურნალებს, ვისთანაც მანამდე ჰქონდა კომუნიკაცია, რადგან გიორგაძის განმარტებით, ყველა ექიმი არ არის დატრენინგებული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
„სადაზღვევო კომპანიებისთვის კლინიკებს გამოყოფილი აქვს ოჯახის ექიმების რესურსი. ჩვენ შევიძენთ ამ რესურსს და საუბარი არის, რომ სადაზღვევო კომპანიებმა ამ რესურსის ნაწილი დათმონ ამ პანდემიური მდგომარეობის მართვისათვის. ამაზე გამოხატული გვაქვს მზაობა და ჩვენი რესურსი მივმართეთ იმისკენ, რომ სახელმწიფოსთვის გაადვილდეს არსებული რესურსის მართვა. დღევანდელი მდგომარეობით ტექნიკურად გამართულია ყველაფერი. ყველა ექიმს აქვს პირდაპირი ქსელური კავშირი 112-თან, რათა შეძლონ მართონ მსუბუქი პაციენტები, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ“, - განაცხადა გიორგაძემ.
მისივე თქმით, ინფიცირებული პაციენტი რეკავს 112-ში, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მას ამისამართებს დაზღვევაში.
„ხოლო, სხვა შემთხვევაში, თუ პაციენტს აქვს ზოგადი კითხვები, შეუძლია მიმართოს ოჯახის ექიმს“, - აღნიშნა გიორგაძემ.
რაც შეეხება პროტოკოლს, როგორც „იმედი L” - ის დირექტორი ამბობს, პროტოკოლი არსებობს ერთიანი, ძირეული, თუმცა ის მუდმივი არ არის და გამოცდილების შესაბამისად იცვლება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი