მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გზების დეპარტამენტის მიერ 1 მილიარდ 217 მილიონი ლარის სამუშაოებია ანაზღაურებული"

5defb6428d42a
თელარა გელანტია
10.12.19 19:50
714
მეგზევის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, 2019 წლის ბიუჯეტის შესრულებაზე ისაუბრა.

„2019 წელს, დღეის მონაცემებით ჩატარებულ სამუშაოებზე ანაზღაურებულია 1 მილიარდ 217 მილიონი ლარი.
წლის განმავლობაში განმავლობაში 754 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაფორმდა და შესყიდვების ტენდერში მონაწილეობა 55-მდე სრულიად ახალმა კომპანიამ მიიღო, ხოლო მიღწეულმა ეკონომიამ 68 მილიონი ლარი შეადგინა“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 1 302 მლნ ლარის ოდენობით არის განსაზღვრული, რაც 3.5-ჯერ აღემატება 2012 წლის ბიუჯეტს, ხოლო 8%-ით მეტია წინა წლის ბიუჯეტთან მიმართებაში.