საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ორგანიზებით, თბილისში დიდი კაშხლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თემაზე კონფერენცია ჩატარდა, რომელზეც დიდი კაშხლების საერთაშორისო კომისიის (ICOLD) ბიულეტენების („კაშხლის ზედამხედველობის ინსტრუქცია“ და “სეისმური პარამეტრების შერჩევა დიდი კაშხლებისთვის”) ქართული თარგმანის პრეზენტაციაც შედგა და ასევე, განხილულ იქნა საქართველოს ბაზარზე კაშხლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დარგში დანერგილი პრაქტიკა.
ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, ჰიდროენერგეტიკის განვითარება საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც უმნიშვნელოვანესია როგორც ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე - ეკონომიკის განვითარებისთვის.
მისი თქმით, ამავდროულად, მნიშვნელოვანია, საზოგადოება სრულად იყოს დარწმუნებული, რომ დაცულია საერთაშორისო სტანდარტები როგორც არსებული ენერგოობიექტების ექსპლოატაციისას, ასევე, ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისას.
„საქართველოს აქვს ჰიდროენერგეტიკული ობიექტების მშენებლობისა და მისი ეფექტური ექსპლუატაციის მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება. ამავე დროს, ჩვენი ინიციატივით, ჰიდროენერგეტიკაში ინერგება ახალი თანამედროვე ტექნოლოგიები. მსგავსი კონფერენციები მიზნად ისახავს სექტორისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაცნობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.
ღონისძიებაზე განხილული იქნა საქართველოს ბაზარზე კაშხლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დარგში დანერგილი პრაქტიკა. კერძოდ, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წარმოადგინა მოხსენება ჟინვალჰესის მონიტორინგისა და ადრეული განგაშის სისტემების შესახებ, შვეიცარიულმა კომპანია Stucky-მ კი - ქვედა ნამახვანი ჰესის კაშხლის დინამიურობის ანალიზი. მათ შორის, განხილული იყო ამ კაშხლის გამორჩეული სეისმომედეგობა. ასევე წარმოდგენილი იყო ასევე მიდგომები, ტექნოლოგიები და საერთაშორისო პრაქტიკა ჰიდროტექნიკური ნაგებობების, კაშხლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ღონისძიებას ენერგეტიკის სექტორში მომუშავე საჯარო და კერძო სექტორის, ასევე სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
NS
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ