მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

13 საკითხი, რომლებზეც მთავრობის სხდომაზე დღეს იმსჯელებენ

627a0a6d66a80
თელარა გელანტია
10.05.22 10:46
1262
დღეს, 11:00 საათზე მთავრობის სხდომა იმართება.

როგორც საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 13 საკითხს განიხილავს და დიდი ალბათობით, მოიწონებს.

აღსანიშნია, რომ 13 საკითხიდან 6-ზე მომხსენებელი ეკონომიკის მინისტრია, რომელიც ამჟამად აშშ-ში საქმიანი ვიზიტით იმყოფება. შესაბამისად, ლევან დავითაშვილის ნაცვლად თემებს მისი რომელიმე მოადგილე წარმოადგენს.

13 საკითხი, რომლებზეც მთავრობის სხდომაზე დღეს იმსჯელებენ:

1. საქართველოს კანონის პროექტები „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები;
2. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”;
3. საქართველოს კანონის პროექტი ,,კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ”;
4. საქართველოს კანონის პროექტები „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები;
5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”;
6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ჰიდრო პ.ჯორჯიას’’ შორის „ასპინძა ჰესი’’-ს ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”;
7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,პირველს“ შორის ,,პირველი’’ ქარის ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“;
8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „გლდანის მზის ელექტროსადგური 3“ მზის ელექტროსადგურის პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე”;
9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ქსნის მზის ელექტროსადგურის“ პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე”;
10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას და შპს „ნახიდური ჰესს“ შორის „ნახიდური ჰესის“ შესახებ 2021 წლის 19 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“;
11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ”;
12. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ;
13. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”.