მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჰოსპიტალიზაციის 24 შემთხვევა გვქონდა, საქართველოში კორონავირუსი არ დაფიქსირდა"

5e5399572ea39
ინგა მურუსიძე
24.02.20 13:41
1264
ჰოსპიტალიზაციის 24 შემთხვევა გვქონდა, თუმცა საქართველოში კორონავირუსი არ დაფიქსირდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგადად მსოფლიოში რისკი მომატებულია კორონავირუსთან დაკავშირებით, თუმცა საქართველო კვლავ დაბალი რისკის მქონე ქვეყანად რჩება.

„საქართველოში ვაძლიერებთ ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს და საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ყველა უწყება თავისი კომპეტენციის ფარგლებში აძლიერებს მუშაობას. ის ღონისძიებები, რაც ხორციელდებოდა ჩინეთში მოგზაურობასთან შემხებლობაში მყოფ ადამიანებზე, რომ მათ უტარდებოდათ ეპიდემიოლოგის კონსულტაცია და ა.შ. ეს ვრცელდება უკვე დღეიდან ირანში შემხებლობასთან მქონე ადამიანებზე. ასევე, მიმდინარეობს მსჯელობა, იგივეს განხორციელებაზე სხვა მაღალდასენიანებულ ქვეყნებთან დაკავშირებით. საქართველოში ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ სულ გვქონდა 24 შესაძლო შემთხვევა, რომელთა ჰოსპიტალიზაცია მოხდა ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფიოში და შესაბამისი კვლევები ჩატარდა ლუგარის რაბორატორიაში. არცერთ შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურდა, თუმცა ჩვენთან მზადყოფნის რეჟიმი სერიოზულად გაძლიერებულია, რადგან შესაძლებელია ჩვენთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდეს ირანი, ამიტომაც იქნა მიღებული სერიოზული გადაწყვეტილება ფრენებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, ის მოსახლეობას ამშვიდებს, რომ დაფიქსირების შემთხვევაში, ქვეყანა სრულ მზადყოფნაშია და საჭიროების შემთხვევაში, ინფიცირებულს ან მასთან შემხებლობაში მყოფს, ყველანაირი დახმარება აღმოუჩინონ.

„რაც შეეხება გრიპს, რომელიც ძალიან ჰგავს კორონავირუსს. პიკი გვქონდა დეკემბრის ბოლოს და ახლა სიტუაცია მშვიდდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ როგორც CNN წერს, ბოლო მონაცემებით, ჩინეთის გარდა, კორონავირუსის შემთხვევები 30-ზე მეტ ქვეყანაში გამოვლინდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 500-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა; მსოფლიო მასშტაბით, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 619-ს მიაღწია, მათ შორის 27 ადამიანი დაიღუპა ჩინეთის ფარგლებს გარეთ.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 77 403-მდე გაიზარდა. მთელს მსოფლიოში კი, ეს მონაცემი 79 619-ს აღწევს.