10.სექტემბერი .2020 11:58

"ჰოსპიტალური სისტემა სრულად მზად არის" - გიორგი გახარია

views 141
უკან

თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, პირველ რიგში, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ხანდაზმულებს, რამეთუ ისინი მაღალი რისკის ზონაში არიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო და ჰოსპიტალური სისტემა სრულად არის მზად პაციენტების მისაღებად.

„მიუხედავად იმისა, რომ იმ გეგმის მიხედვით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით ბოლო თვეების განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტრო და ჰოსპიტალური სისტემა სრულად არის მზად პაციენტების მისაღებად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ხანდაზმულებს ვირუსით ინფიცირების შემთხვევები ავარიდოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.