10.მაისი.2016 13:15
კრიპტოვალუტები, ბიზნესი

"ჰუალინგი" თბილისში ამერიკული ტიპის საბავშვო ბაღს, სკოლას და უნივერსიტეტს შექმნის

"ჰუალინგი" თბილისში ამერიკული ტიპის საბავშვო ბაღს, სკოლას და უნივერსიტეტს  შექმნის
მსხვილი ჩინური კორპორაცია "ჰუალინგი“ საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. როგორც კომპანიაში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს აღნიშნული თანხა ექვსი ძირითადი მიმართულებისკენ გადანაწილდება. კერძოდ როგორც ცნობილი გახდა, კომპანია საქართველოში გაზსაცავის, ჩაის, ტურიზმის, საავადმყოფოებისა და ავიაკომპანიის სეგმენტით არის დაინტერესებული. ასევე კომპანია საქართველოში ამერიკული ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულბის შექმნასაც გეგმავს, რომელიც მოიცავს, როგორც სკოლამდელ, ასევე სასკოლო და საუნივერსიტეტო დაწესებულებას. საგანმანათლებლო ცენტრი "ჰუალინგის" თბილისის ზღვის ქალაქის ტერიტორიაზე განთავსდება. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა სახის ინვესტიცია განხორციელდება თითოეულ მიმართულებებზე, როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ ეტაპზე პარტნიორებთან მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს.

ასევე, კომპანია საქართველოში ახალ ავიაკომპანიასაც დააფუძნებს, რომელიც თავდაპირველად ევროპისა და აზიის მიმართულბით იფრენს, ხოლო სამომავლოდ კი ამერიკის პირდაპირი რეისიც დაემატება.

ახალ ავიაკომპანიას ლიცენზიის მიღებისთვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის ჯერ-ჯერობით არ მიუმართავს. "ჰუალინგში" განმარტავენ, რომ ავიაკომპანია თბილისზე იქნება კონცენტრირებული და პირველ ეტაპზე ფრენებს სწორედ თბილისიდან შეასრულებს.

15.აპრილი.2019 12:10
258

ირაკლი ლექვინაძე: აგარის შაქრის ქარხანა კონსერვაციის რეჟიმშია

ვრცლად
03.აპრილი.2019 13:28
643

Bitcoin-ის ფასი $5000-მდე გაიზარდა

ვრცლად
29.იანვარი.2019 12:33
3012

საქართველო საბაჟო დოკუმენტების ბლოკჩეინში გადატანას გეგმავს

ვრცლად
15.იანვარი.2019 19:01
2660

ეფრემ ურუმაშვილი: "კრიპტოვალუტები უნდა დარეგულირდეს, მათი რეგულაცია დაგვიანებულიცაა"

ვრცლად
15.იანვარი.2019 17:20
1289

Bitcoin 10 წლისაა - რა ვიცით მისი რეგულაციის შესახებ?

ვრცლად
30.დეკემბერი.2018 12:00
779

როდის განთავსდება Bitfury საფონდო ბირჟაზე - კომპანიის პასუხი

ვრცლად