მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Huawei აღჭურვილობის წარმოებას რუსეთში იწყებს"

5dbbf93825e1a
მიხეილ ხაჩიძე
01.11.19 15:10
1258

ჩინური ტექნო-გიგანტი Huawei ტექნიკის წარმოებას რუსეთში იწყებს- როგორც რუსული მედია კომპანიაზე დაყრდნობით იუწყება, ჩინურმა კონცერნმა რუსულ ფირმა Norcy-Trans-სთან, რომელიც ინფორმაციულ და ანალიტიკურ სისტემების შექმნით არის დაკავებული,  ხელშეკრულება უკვე გააფორმა.


მხარეები თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ და ერთობლივ მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ. საწარმოები რუსეთში თავდაპირველად, Huawei KunPeng პროცესორის საფუძველზე აღჭურვილობას ერთობლივად შექმნიან. მეორე ეტაპზე კი ისეთ პროექტებზე აპირებენ მუშაობას, რომელიც ეროვნულ და გლობალურ უსაფრთხოებას უკავშირდება, მათ შორის სამთავრობო პროექტებზეც.




შეგახსენებთ, რომ ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანია Huawei-მ ცოტა ხნის წინ რუსულ ტელესაკომუნიკაციო კომპანიებთან შეთანხმება დადო, რომლის საფუძველზეც შემდეგი წლის განმავლობაში მათთვის 5G ქსელს დანერგავს. ყველაზე მსხვილ რუსულ ტელეკომუნიკაციების კომპანიასთან, MTS-თან დოკუმენტს ხელი ჩინეთის პრეზიდენტის სინ ძინპინის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ შეხვედრაზე 5 ივნისს მოაწერეს ხელი.


ამას კი წინ უძღვოდა, აშშ-ს მიერ ეროვნული უსაფრთხოების რისკების გამო, Huawei-ს დაბლოკვა. თეთრი სახლი ჩინურ გიგანტს შპიონაჟსა და ფინანსურ თაღლითობაში ადანაშაულებს. ვაშინგტონი მოკავშირე ქვეყნებს Huawei-ს 5G ქსელის გამოყენებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.  Huawei შტატების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ ჩინეთის სახელმწიფოსგან დამოუკიდებელია.