24.ივნისი .2022 21:41

"იარეთ, ჩვენ დაგეხმარებით" - ზელენსკიმ საქართველოს მოქალაქეებს მიმართა

"იარეთ, ჩვენ დაგეხმარებით" - ზელენსკიმ საქართველოს მოქალაქეებს მიმართა
views 1130
უკან

გუშინ უკრაინამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, თქვენ ამ გზაზე ხართ. იარეთ, ჩვენ დაგეხმარებით! - ამ სიტყვებით ცოტა ხნის წინ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მომიტინგეებსა და საქართველოს მოსახლეობას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა.

მან ასევე მიმართვაში მადლობა გადაუხადა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინელებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან.

„მინდა რომ დღეს ჩემი ყველამ გაიგოს. ჩვენ თავისუფალი ადამიანები და თავისუფალი ქვეყნები ვართ და ეს სამუდამოა. მადლობელი ვარ საქართველოს შვილების, რომლებიც ჩვენს მებრძოლებთან ერთად რუსების წინააღმდეგ იბრძვიან. მათი წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა. მათი ჭრილობა, ჩვენი ჭრილობაა. და ჩვენი გამარჯვება თითოეული მათგანის გამარჯვება იქნება, ასევე ყოველი თქვენგანის. ჩვენ არასოდეს დავნებდებით, რადგან დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა, ისევე როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თქვენი. თუ ვინმეს უნდა ეს დაივიწყოს, თუ ვინმეს უნდა ეს წაშალოს, აუცილებლად შევახსენებთ, ჩვენ თქვენთან ვიქნებით.

გუშინ უკრაინამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, თქვენ ამ გზაზე ხართ. იარეთ, ჩვენ დაგეხმარებით! უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ! დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას. ჩემი ქართული იდეალური არ არის, თუმცა ჩემი გრძნობა თქვენ მიმართ გულწრფელია. წარმატებას გისურვებთ!“, - განაცხადა ზელენსკიმ და ბოლო სიტყვები ქართულად წარმოთქვა.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე „სირცხვილიას“ და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა