23.დეკემბერი .2020 16:55

აშშ-დან შემოტანილი 14 ათასი ტონა ხორბალი ქვეყნის მარაგს გაზრდის - გიორგი ხანიშვილი

აშშ-დან შემოტანილი 14 ათასი ტონა ხორბალი ქვეყნის მარაგს გაზრდის - გიორგი ხანიშვილი
views 531
უკან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ხანიშვილის განცხადებით, ამერიკიდან შემოსული 14 000 ტონა ხორბალი ქვეყნის მარაგს გაზრდის.

საქმე იმაშია, რომ საქართველომ, „სურსათი-პროგრესისათვის“ ფარგლებში, 14 ათასი ტონა მაღალი ხარისხის ამერიკული ხორბალი მიიღო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისროს ინფორმაციით, აღნიშნული ხუთწლიანი პროგრამის განხორციელება 3 წლის წინ, აშშ-სა და საქართველოს მხარეებს შორის შეთანხმებით დაიწყო. საქართველოში აშშ-დან კიდევ ერთი ხორბლით დატვირთული გემი შემოვა და საერთო ჯამში, პროგრამის „სურსათი-პროგრესისათვის“ ფარგლებში, საქართველო 54 ათას ტონა ხორბალს მიიღებს.

„გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის რეკომენდაციით და დადგენილი სტანდარტით, ხორბლის მარაგი 80 ათასი ტონის ფარგლებში უნდა გვქონდეს. დღეისათვის, პანდემიით შექმნილი ვითრებიდან გამომინარე, ჩვენი მარაგები გაცილებით მეტია.

აშშ-დან მიღებული საჩუქარი, 14 ათასი ტონა ხორბლის სახით, მარაგის რაოდენობას გაზრდის. განსაკუთრებული მადლობა ამერიკის მთავრობას და ამერიკელ ხალხს, ასეთი დახმარებისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებულ ვითრებაში”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-დან შემოტანილი ხორბლის რეალიზაციით მიღებული თანხა, საქართველოში მეცხოველეობის განვითარებას ხმარდება.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 18 დეკემბერს ფოთის პორტში შემოვიდა თბომავალი „ოუშენ გრანდი“, რომელმაც კომპანია "ფოთის მარცვლეულის ტერმინალის " მიერ ამერიკულ მხარესთან 30 000 ტონა ამერიკულ სასურსათო ხორბალზე გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველოში 14 000 ტონა მაღალხარიასხიანი ამერიკული ხორბალი შემოიტანა. 25 დეკემბერს საქართველოში ამერიკული ხორბლით დატვირთული მეორე გემის შემოსვლა იგეგმება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა