21.მარტი .2020 14:25

"იკრძალება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა" - რას გულისხმობს საგანგებო მდგომარეობა?

views 988
უკან

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს 1 თვის ვადით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თხოვნით მიმართა.

"ჩვენი ძირითადი ამოცანა ახლა გახლავთ ვირუსის მასობრივი გავრცელების შეფერხება და ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეფერხება. ეს აძლევს ჩვენს ჯანდაცვის სისტემას საშუალებას, მიხედოს ჩვენს თითოეულ მოქალაქეს.

სწორედ ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს მთავრობა და პირადად მე დღეს მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 2020 წლის 21 აპრილამდე. 

საგანგებო მდგომარეობა მთავრობას აძლევს შემდგომ შესაძლებლობებს - იზოლაციასა და კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნას გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში, საერთაშორისო საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო გადაადგილებაზე წესდება შეზღუდვები გარდა სატვირთო გადაზიდვებისა. დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციულ საქმის წარმოების განსახვავებული წესები და ვადები.

მთავრობას მიეცემა უფლება საჭიროების შემთხვევაში საკარანტინო, საიზოლაციო და დამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები.

მთავრობა დაადგენს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონისგან განსხვავებულ წესებს და პირობებს.

საჭიროების შემთხვევაში მთავრობა შეძლებს მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზებას.

იკრძალება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა.

მთავრობას ექნება უფლება კერძო კომპანიებს შეუზღუდოს ან დაავალოს საქმიანობის განხორციელება.
აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას.

სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად.

ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის დარღვევა გამოიწევს ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15 ათასი ლარის ოდენობით. იგივე ქმედება განმეორებით ჩადენის შემთხვევაში გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას 3 წლამდე ვადით.

სამართალდამცველებმა ორგანოებმა დადგენილი რეჟიმის დაცვის მიზნით უნდა გამოიყენონ კანონით დადგენილი იძლების ღონისძიებები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, სწორედ ამ მოთხოვნებით მიმართავს მთავრობა პრეზიდენტს და ყველა ქმედება გახდება სავალდებულო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა