12.მარტი .2020 11:37

"იმ ობიექტების მიმართ, რომლებიც ჩვენს რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ, ღონისძიებები გამკაცრდება"

views 571
უკან

იმ ობიექტების მიმართ, რომლებიც ჩვენს რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ, ღონისძიებები გამკაცრდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მედია დაინტერესდა, ახორციელებს თუ არა მთავრობა მონიტორინგს მაგალითად, საცურაო აუზებსა და სხვა ობიექტებზე, რომლებსაც დროებით დახურვის რეკომენდაცია მიეცათ.

"ჩვენ ვახორციელებთ მონიტორინგს. ყოველდღიურად მთავრობაზე განიხილება ის ხარვეზები, რომელიც გამოიკვეთება მუშაობის პერიოდში. ასევე, ის, ობიექტები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ჩვენს რეკომენდაციებს და შესაბამისი სტრუქტურები ცდილობენ, გაამკაცრონ ღონისძებები. ჯანდაცვის სამინისტრო ამ შემთხვევაში არის რეკომენდატორი, ხოლო სხვა უწყებებს ევალებათ შესაბამისი ხარისხით და სტანდარტით შეასრულონ რეკომენდაციები, რომლებსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობით გავცემთ", - განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა