ქვეყანაში ხორბლის იმპორტი ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წლიურად იმპორტირებული ხორბლის მოცულობა ორჯერ მეტად შემცირდა, ფქვილის კი ათჯერ გაიზარდა. კერძო სექტორის განცხადების შემდეგ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ხორბლისგან განსხვავებით ქვეყანაში ფქვილის საკმარისი მარაგია. ამის მიუხედავად, სამინისტროს ინფორმაციით, ხორბლის დეფიციტის შექმნის საფუძველი არ არსებობს და მთავრობა იმედს ხორბლის ახალ ადგილობრივ მოსავალზე ამყარებს.
საერთაშორისო ბაზარზე ხორბალზე ფასის ზრდის ფონზე მთავრობამ ახალი პროგრამის დაწყებაც დაანონსა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, 14 აპრილს, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანას, რამდენიმე წელიწადში, ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის 15-დან 50%-მდე გაზრდა შეეძლება.
„აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ბექა გონაშვილი გადაცემა „საქმის კურსში“ იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომელიც საქართველოში ხორბლის წარმოების მიმართულებით არსებობს. გონაშვილის განმარტებით, ერთ-ერთი პრობლემა დაბალი ხარისხის სათესლე მასალაა, რომელის მოხმარებაც უკონტროლო ხდება, ამასთან მათი ძირითადი ნაწილი სერტიფიცირებული არ არის. მისივე თქმით, პრობლემაა იმ ტექნოლოგიების არარსებობაც, რომელიც მოყვანის პროცესშია საჭირო.
„აგროქიზიყის“ დამფუძნებელი იმასაც აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ხორბლისა და ფქვილის მარაგები უნდა არსებობდეს, რადგან მეზობელი ქვეყანა, საიდანაც ხორბალი და ფქვილი შემოგვაქვს, ოკუპანტია და მათ კეთილ ნებაზე დამოკიდებული ვერ ვიქნებით.
„საქართველოში ყველაფერი გაძვირებულია. ორი წლის წინ ხორბლის მოყვანა ჰექტარზე ფერმერს 1300 ლარი უჯდებოდა, დღეს 2000-2200 მაინც დაუჯდება. იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ხორბლის შემოტანაზე დაწესებულ გადასახადს მოხსნის ან შეამცირებს, ჩვენს ფასზე მეტად კონკურენტუნარიანი გახდება, შესაბამისად წისქვილები დაიწყებენ ხორბლის იმპორტს, ჩვენ კი ძვირად ღირებული ხორბალი დაგვრჩება. სახელმწიფოსგან მხარდაჭერა სათესლე მასალის გაუმჯობესების მხრივ გვჭირდება. მათ რეგიონებში სხვადასხვა ჯიშების გამოცდა დაიწყეს და ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. საჭიროა სპეციალისტების მოწვევაც, რომელიც ფერმერებს ცოდნას გაუზიარებენ - ეს შედეგს აუცილებლად მოგვცემს. უხეშად რომ ვთქვათ დღეს თუ ჩვენი წარმოება 150 000 ტონაა, სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში გვაქვს შესაძლებლობა, რომ 300 000 ტონაზე ავიდეთ.
დღეს ჩვენი მოხმარება დაახლოებით 800 000 ტონაა. ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ საკუთარი მოხმარების სრულად წარმოებას შევძლებთ, თუმცა უნდა ვაწარმოოთ ის რაოდენობა, რომელიც ქვეყანას გაჭირვების დროს გამოადგება. ამიტომ საჭიროა დაგეგმილი პროგრამა, ეს არ იქნება სუბსიდია, არამედ პროგრამა მიმართული იქნება საწისქვილე ხარისხიანი ხორბლის წარმოების მატებაზე, შედეგად გვექნება ხარისხიანი ხორბალი, რომელიც რთულ პერიოდებში გამოგვადგება და მას იმპორტირებულზე დაბალი ფასივც ექნება“ - ამბობს გონაშვილი.
„აგროქიზიყის“ დამფუძნებელი წლევანდელ მოსავალს აფასებს და ვარაუდობს, რომ წელს უნალექო ზამთრის გამო მოსავალი საშუალოდ 3-4 ტონამდე იქნება. რაც შეეხება ფასს, ბექა გონაშვილის თქმით, მიმდინარე წელს ხორბალი 70 თეთრზე ნაკლები არ ეღირება.
„ცუდი, უნალექო ზამთარი იყო. საშუალოდ 3-4 ტონამდე მოსავალი გვექნება. მაგრამ მთავარი ხარისხია, ამის გარეშე არაფერი გამოვა. ეს ხარისხი არც წისქვილებს აწყობთ. გვაქვს ინფორმაცია, რომ მთავრობის მხრიდან გეგმა მუშავდება. აუცილებელია ეს გეგმა მალე გასაჯაროვდეს, რათა მომავალი წლის მოსავლისთვის მოვემზადოთ“ - ამბობს ის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება