დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ახალი თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს კრიზისულ პერიოდში ეკონომიკის განვითარებისთვის კონკურენტული უპირატესობა, გარდა ტურიზმისა, 2 მიმართულებით აქვს. ამის შესახებ ის “Forbes კვირასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
დავით სონღულაშვილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების უნიკალურ შესაძლებლობად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს ასახელებს.
„გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანია ვიყოთ მოქნილები და მივიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის დიდი შესაძლებლობა – როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც ჩვენს ქვეყანას 2.5 მლრდ-იან ბაზარზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს.
მსოფლიოში სულ 7 ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთთან და ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები აქვს. ჩვენი უპირატესობა გეოგრაფიული ადგილმდებარეობაა. ჩვენ უნდა მივცეთ ბიზნესს იმის შესაძლებლობა, რომ ეს პლატფორმა გამოიყენოს და ღირებულებათა ჯაჭვი შექმნას აქ. დსთ-ის ქვეყნები, ჩინეთი, ევროპა, ინდოეთთან თითქმის შეთანხმების ბოლოში ვართ გასული და მიდის აქტიური მუშაობა აშშ-სთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან. შესაბამისად, ეს ის დიდი შესაძლებლობაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას უნიკალურობას აძლევს.
მეორე არის ის, რომ ჩვენმა ქვეყანამ სატრანსპორტო კორიდორიდან ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციაში უნდა გადაინაცვლოს, იმიტომ, რომ ეს ხელშეკრულებები და პლუს სატრანსპორტო - გეოგრაფიული მდებარეობა – გაძლევს მოცემულობას, რომ ბუნებრივად ვიყოთ ლოგისტიკური ჰაბი“, - განაცხადა დარგობრივი კომიტეტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.
გიორგი ისაკაძის კითხვაზე - რამდენი პროცენტით იყენებს საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს, დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ „მიზერულად“, რის ერთ-ერთ ფაქტორად ცნობადობის პრობლემას მიიჩნევს.
„ამაზე უფრო მეტად უნდა ვემუშავოთ ბიზნესს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ... საბოლოო ჯამში იმდენად კარგად ვითარდებოდა ეკონომიკა პანდემიამდე, რომ ასეთ რაღაცებს უფრო ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდით. დღეს, როდესაც მოცემულობა შეიცვალა, ვეძებთ კონკურენტულ უპირატესობებს, რომლის გამოყენებას შევძლებთ. ტურიზმი, როგორ ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი სექტორი ვაქცინაციის დაწყებასთან ერთად სწრაფად აღდგება, რადგან სტუმარმასპინძლობა ჩვენი ხასიათის ნაწილია, თუმცა სად შეიძლება ეკონომიკა კიდევ განვითარდეს ეს ორი მიმართულება არის ჩვენი შესაძლებლობა“, - განმარტა სონღულაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი