28.მარტი .2020 14:50

"იმდენი რამე ვიცი, იმდენ ვიღაცაზე და ჭკვიანები ხომ არიან არა იმ ბანაკში? გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები -იმნაძე

views 1231
უკან

მე პოლიტიკოსი არა ვარ და მრევენ პოლიტიკაში. არ მინდა, თავი დამანებოს ყველამ. ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტვ პირველის ეთერში სწრაფი ტესტების შემოტანასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. 

"იმდენი რამე ვიცი, იმდენ ვიღაცაზე და ჭკვიანები ხომ არიან არა იმ ბანაკში? ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი? ხელი რატომ  ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ? ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი იყო, აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილე. გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი.დაეტიონ თავის ადგილას და სახლში დარჩნენ”, – განაცხადა იმნაძემ.


კონკრეტულად ვის გულისხმობდა იმნაძეს არ დაუსახელებია, თუმცა თქვა, რომ  “ძალიან კარგად იციან, ვისზე ილაპარაკა”.

“ნუ მეკეკლუცებიან ტელევიზიებით, ყველამ იცის ჩემი ნომერი. ყველასგან მივიღებ რჩევას… უნდოდათ ტესტები რომ ყოფილიყო ბაზარზე? – აა, ბატონო, არის. იკეთონ ახლა და იყვნენ” – აღნიშნა იმნაძემ.

მისივე თქმით, უადგილო შეკითხვები და განცხადებები სპეციალისტებს მუშაობაში ხელს უშლს. 

„ყველას დრო გაუჩნდა. ახლა რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაცია მოითხოვა ჩვენი და ახლა ჩემი დეპარტამენტის უფროსი ლუგარის ლაბორატორიაში, რომელიც ანალიზებს უნდა აკეთებდეს, ზის და რაღაც სისულელე ცხრილებს უხაზავს იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ მერე არ დაგვბრალდეს, რომ ჩვენ საჯარო ინფორმაცია დროულად არ გავეცით. მე ხომ ვიცი ეს კუდები საიდან მოდის. საქმე არ აქვს ამ ხალხს?- განაცხადა იმნაძემ.