მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმედი გვაქვს, 2023 წლიდან მგზავრთა ის რაოდენობა გვეყოლება, რაც 2019-ში" - TAV Airports-ის პრეზიდენტი

606037f1b0824
BM.GE
28.03.21 12:06
937

რამდენიმე დღის წინ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განახლების პროექტი დასრულდა. 17 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების შედეგად აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება.

აღსანიშნავია, რომ TAV-ს ბოლო 14 წლის განმავლობაში თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში 220 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. 2007 წელს აეროპორტები წელიწადში 40 ათას მგზავრს ემსახურებოდა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 600 ათასამდე გაიზარდა, თუმცა პანდემიამ ვითარება მნიშვნელოვნად შეცვალა.

"Forbes-კვირასთან" ინტერვიუში TAV Airports-ის პრეზიდენტი, სანი შენერი იმედს გამოთქვამს, რომ აეროპორტები მგზავრთნაკადის იმ რაოდენობას, რაც 2019 წელს ჰქონდათ, 2023 წლიდან დაუბრუნდება.

„გათვლებს სწორედ 2019 წელთან მიმართებით ვაკეთებთ. 2020 წელს ჩვენ ვიყავით 2019 წლის დატვირთვის მხოლოდ 30%-ზე. წელს კი მოველით, რომ 2019 წლის შედეგების 60%-ზე გავალთ. 2023 წლიდან კი გვაქვს იმედი, რომ მგზავრთა ისეთივე რაოდენობა გვეყოლება, როგორც 2019 ში გვყავდა, თუმცა ეს დამოკიდებულია უფრო სწრაფ ვაქცინაციის პროცესზე, ეს არის მთავარი საკითხი.

მაშინ, როდესაც შემოვედით, თურქეთის ავიახაზები თბილისის აეროპორტში კვირაში 7 სიხშირით დაფრინავდა, 2019 წელს კი ისინი კვირაში 32 სიხშირით დაფრინავდნენ. მგზავრთა წლიური რაოდენობა თბილისში დაახლოებით 400 ათასი იყო და ის 2019 წლისთვისთვის 3.5 მილიონამდე გაიზარდა. ბათუმის აეროპორტში ჩვენი შემოსვლის დროს მხოლოდ 4 ათასი მგზავრი იყო წელიწადში. 2019 წელს კი ის 600 ათასი იყო. თუკი წარსულში მხოლოდ 5 ავიაკომპანია დაფრინავდა, 2019 წელს ის 30 ავიაკომპანიამდე გაიზარდა.

ბათუმს შავი ზღვის მარგალიტს ვუწოდებთ, თბილისი კი საკმაოდ მნიშვნელოვანი ცენტრია. ჩვენ მიერ თქვენი აეროპორტების განახლების შემდგომ მრავალმა თურქულმა და სხვა საერთაშორისო კომპანიებმა საქართველო მათი ინვესტიციების დანიშნულების ადგილად აირჩიეს. რატომ? მათ ქვეყანაში შემოსვლისას დაინახეს ეს აეროპორტი თანამედროვე აეროპორტით, მეგობრული თანამშრომლებით და იფიქრეს, რომ აქ ინვესტიციის ჩადება შესაძლებელია. მე ვამბობ, რომ ჩვენ მოგვაქვს მხოლოდ საერთაშორისო ექსპერტული გამოცდილება. 1000 თანამშრომელს შორის, რომელიც საქართველოში გვყავს, თურქეთის მხოლოდ 10-მდე მოქალაქეა. დანარჩენი ყველა არის ადგილობრივი. ჩვენ მათ სწორედ საჭირო ტრენინგი და პრაქტიკა მივეცით“-აცხადებს შენერი.