მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმედი გვაქვს, შეასრულებთ ნაკისრ ვალდებულებს არა ბრიუსელის გასახარად, არამედ თქვენივე ხალხისთვის"

60f573d9a0308
BM.GE
19.07.21 16:41
1567
"იმედი გვაქვს, შეასრულებთ ნაკისრ ვალდებულებს არა ბრიუსელის გასახარად, არამედ თქვენივე ხალხისთვის"- ამის შესახებ ბათუმის საერთაშორისო პრესკონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი კვლავ დარჩება სანდო და ძლიერ პარტნიორად საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის.

“დეკემბერში ჩვენ გვექნება შემდეგი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ბრიუსელში და თქვენ ყველას საჯაროდ გპირდებით, რომ ევროკავშირი დარჩება ძლიერ და სანდო პარტნიორად თქვენი ქვეყნებისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენ შეასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს რეფორმების მიმართულებით არა ბრიუსელის გასახარად, არამედ თქვენივე ხალხის ინტერესების გათვალისწინებით და მათ საკეთილდღეოდ,”-განაცხადა შარლ მიშელმა.

ამასთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დღეს გაკეთებული განცხადებით, საქართველოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა "ნაჩქარევი დანიშვნები" არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს. ამასთანავე, შარლ მიშელი აღნიშნავს, რომ სასამართლო რეფორმა 19 აპრილის შეთანხმებასთან ერთად, საქართველოსთვის ევროკავშირის 60 მილიონიანი მაკროფინანსური დახმარების გადმორიცხვის წინაპირობაც იყო.

"კანონის უზენაესობის განმტკიცება და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სასამართლო რეფორმა აპრილის შეთანხმების ძირითადი ნაწილია და ის წარმოადგენს წინაპირობას საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების მიცემისთვის. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნაჩქარევი დანიშვნები არ ასახავდა ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებას და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს. შესაბამისად, ეს ნაბიჯი გაშვებულ შესაძლებლობას წარმოადგენს,"- აცხადებს შარლ მიშელი.