25.ნოემბერი .2020 20:23

"იმედი გვაქვს, ვიპოვით გამოსავალს, რომელიც არ იქნება ძალიან მტკივნეული ბიზნესისთვის" - "ელიტ ელექტრონიქსი"

"იმედი გვაქვს, ვიპოვით გამოსავალს, რომელიც არ იქნება ძალიან მტკივნეული ბიზნესისთვის" - "ელიტ ელექტრონიქსი"
views 236
უკან

მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ბიზნესთან და ჯანდაცვის სექტორთან კონსულტაციების შედეგად იღებს. ჩვენს შორის შედგა უკვე მეორე შეხვედრა, - ამის შესახებ „ელიტ ელექტრონიქსის" გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ ჯობავამ, პრემიერ-მინისტრთან ეპიდემიოლოგებისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისი თქმით, მთავრობის წარმომადგენლებთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა გაიმართა.

„პირველი შეხვედრა იყო ორშაბათს, სადაც განვიხილეთ საკითხები არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, გვქონდა რამდენიმე ვერსია, შაბათ-კვირის დაკეტვასთან დაკავშირებით. დღესაც რამდენიმე მიმართულება განვიხილეთ. იმედი გვაქვს, რომ ვიპოვით ისეთ გამოსავალს, რომელიც არ იქნება ძალიან მტკივნეული ბიზნესისთვის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი“, - განაცხადა ვლადიმერ ჯობავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა