მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმედი გვაქვს, ზაფხულში ლარი დასტაბილურდება“- საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი

608189b6693b6
მარიამ იზორია
22.04.21 18:34
1670
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ “საქმის კურსთან” ლარის კურსის რყევებზე და მის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა. ის იმედოვნებს, რომ ლარი ზაფხულში დასტაბილურდება.

“რაც შეეხება ლარის გაუფასურების გამომწვევ მიზეზებს, პანდემიის გარდა რეგიონებში არსებული პრობლემებიც პირდაპირ თუ ირიბად, ლარის კურსზე გავლენას ახდენს“ - აღნიშნავს ძნელაძე.

ის ვარაუდობს, რომ წლის მეორე ნახევარში ეტაპობრივად ყველა ბიზნესმიმართულება აღდგება.

„სავარაუდოდ, ქვეყანაში ბიზნესმიმართულებები წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებენ აღდგენას, რესტორნებსა და ტურიზმთან დაკავშირებულ სექტორებს ეს ნაკლებად შეეხება, თუმცა, იმედია ამ მიმართულებითაც გადაიდგმევა შესაბამისი ნაბიჯები“- აცხადებს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი.