მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმედი მაქვს, პირობა შესრულდება" - შვედეთის ვიცე-სპიკერი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე

5e47e6201ff54
ელენე კვანჭილაშვილი
15.02.20 16:35
1203
"დემოკრატია და საქართველოს დემოკრატიული განვითარება მნიშვნელოვანია. ამ კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური ცხოვრების თამაშის წესებს, რაც ყველასთვის თანაბარი და საერთო უნდა იყოს" - ასეთია შვედეთის ვიცე-სპიკერის კერსტინ ლუნდგრენის დამოკიდებულება საარჩევნო 2020 წლის მიმართ.

ექსკლუზიური ინტერვიუ შვედეთის ვიცე-სპიკერთან სტოკჰოლმში ჩაიწერა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია 'სიდა'-ს ორგანიზებით მდგრადი განვითარების საკითხებზე სასწავლო ტური იმართება, რომელშიც მონაწილეობენ როგორც მთავრობის, ისე კერძო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებიც.

ერთკვირიანი სასწავლო ტურის განმავლობაში 30-ზე მეტი შეხვედრაა ჩანიშნული, სადაც ძირითადი აქცენტი მდგარდი განვითარების მიზნებსა და საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობაზე კეთდება.

შვედეთის პარლამენტში ვიზიტიც ამ ტურის ფარგლებში შედგა. კერსტინ ლუნდგრენს მიაჩნია, რომ პოლიტიკური თამაშის წესებზე შეთანხმება უნდა მოხდეს.

"ამას დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოსთვის" - ამბობს შვედეთის ვიცე-სპიკერი.

კერსტინ ლუნდგრენს იმედი აქვს, რომ საქართველო 2024 წლიდან მაინც გადავა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე.

"სიამოვნებით დაველოდები პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას. იმედი მაქვს პირობა შესრულდება" - ამბობს შვედეთის ვიცე-სპიკერი.

ვრცელ ინტერვიუს კერსტინ ლუნდგრენთან წაიკითხავთ Forbes Woman Georgia-ში.