მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმედი მაქვს, ქუთაისის აეროპორტი ინფრასტრუქუტურულადაც ერთ-ერთი პირველი იქნება" - ნათია თურნავა

5e4a53e1876a1
ინგა მურუსიძე
17.02.20 12:50
1143
"იმედი მაქვს, ქუთაისის აეროპორტი ინფრასტრუქტურულადაც ერთ-ერთი პირველი იქნება", - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

„ძალიან საპატიო ადგილია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც სახელმწიფოს მენეჯმენტის ქვეშ რჩება, არის ასეთი წარმატებული, მართლა ძალიან დიდია მგზავრთნაკადის ზრდის ტემპი და ამას ხელი შეუწყო ჩვენმა პოლიტიკამ მათ შორის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოყვანის და არსებული დაბალბიუჯეტიანი ფრენების გაფართოების თვალსაზრისით. ჩვენ 2019 წელს შემოვიყვანეთ „რაინეარი“; „ვიზეარმა“ პრაქტიკულად გააორმაგა ფრენები ევროპისკენ და ეს არის ამის შედეგი. წელს შემოდგომაზე ვამთავრებთ ახალი ტერმინალის მშენებლობას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ინფრასტრუქტურულადაც ქუთაისის აეროპორტი იქნება ერთ-ერთი მოწინავე“, - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთნაკადის ზრდით ევროპაში მეორე ადგილი დაიკავა. ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს (ACI Europe) მონაცემებით, 2019 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი წინა წელთან შედარებით, 41.6 % მეტ მგზავრს მოემსახურა. საუბარია იმ აეროპორტებზე, რომელთა მგზავრთნაკადი ხუთ მილიონზე ნაკლებია.