თიბისი ბანკის მაკროფინანსური ანალიზის განყოფილების უფროსმა, ალექსანდრე ბლუაშვილმა გადაცემა “საქმიან დილაში” საქართველოს მეზობლებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. როგორც მან განმარტა, საქართველოს ეკონომიკისთვის უმჯობესი იქნება, რომ ორ მხარეს შორის კონფლიქტი დროულად მოგვარდეს.
“კვირის მთავარი თემა სომხეთს და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება იყო და ამ დაპირისპირების ეკონომიკური ეფექტი საქართველოზე. პირდაპირ დამოკიდებულებაზე, რომ ვისაუბროთ, თუ გადავხედავთ სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჯამში რა რაოდენობის ტურიზმი, ექსპორტი, FDI და გზავნილები გვაქვს, ვნახავთ, რომ 2018-2019 წლებში ეს დაახლოებით მშპ-ს 8.9-8.6%-ი იყო. პანდემიიდან გამომდინარე ეს მაჩვენებელი ტურისტული შემოდინებების და ექსპორტის ფონზე შემცირდა. ამიტომაც მიმდინარე წლის მეორე კვარტალს თუ შევხედავთ, ვნახავთ რომ ეს მაჩვენებელი დაახლოებით მშპ-ს 3.4%-ია.
იმედი ვიქონიოთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი მოკლევადიანი იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ქვეყნები დეფაქტო ფიქსირებულ კურსებს ინარჩუნებენ. თუ ბოლო დღეებს შევხედავთ, როგორც სომხური დრამი, ასევე აზერბაიჯანული მანათი არ იცვლება. ფაქტობრივად ეს კონფლიქტი გაცვლით კურსებზე ჯერ არ ასახულა” - განაცხადა ბლუაშვილმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა