მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმედია, არ იქნება უფრო რთული მეორე ტალღა და რეზერვად დარჩენილ თანხას ვალის შემცირებისთვის გამოვიყენებთ"

5ee728fdbbf41
ინგა მურუსიძე
15.06.20 12:00
797
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ ინფლაციური პროცესები უკან წავა. განცხადება მან პარლამენტში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას გააკეთა.

„რაც შეეხება თემას, თუ როგორი იქნება ინფლაცია, როდესაც ეკონომიკური კრიზისია და მოთხოვნა მცირდება, მოთხოვნა კი მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მსოფლიოში, ინფლაციური პროცესები წავა უკან და კლებადი ტენდენცია ექნება ყველა ვარიანტში“, - განაცხადა კაკაურიძემ.

მან ვალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლის ბოლოსთვის ვალის მაჩვენებელი 55%-ს გადააჭარბებს.

„ეს კარგი არ არის, თუმცა, ჩვენ ეს ვალი ავიღეთ იმისთვის, რომ სრულად ყოფილიყო ქვეყანა დაზღვეული როგორც ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ასევე პანდემიის გაგრძელების პირობებში. წარმოდგენილი სცენარის მიხედვით, ჩვენ 2.5 მლრდ-იან ვალს ვაგროვებთ, მაგრამ თუ ეს სცენარი არ განხორციელდა და დაგვჭირდა მეტი რესურსის მობილიზება, ბიუჯეტი ამისთვის მზად იქნება. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ არ იქნება უფრო რთული მეორე ტალღა და ეს რეზერვი თანხა უნდა გამოვიყენოთ მომდევნო წლებში ვალის შემცირებისთვის, რომ ჩვენ მომდევნო 2-3 წელიწადში ამ 55%-იანი ზღვრიდან ჩამოვიდეთ 50%-ზე დაბლა“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.