მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმედია საკანონმდებლო აქტივობები დაიძვრება" - თამთა ყიფიანი მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევაზე

6356e38de8b29
ალა ისპირიანი
24.10.22 22:40
560
"ჯი პი აი ჰოლდინგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თამთა ყიფიანმა გადაცემა „საქმიან დილაში“ იმედი გამოთქვა, რომ მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა მალე სავალდებულო გახდება.

მისი თქმით, ავტოსატრანსპორტო უსაფრთხოებისთვის და სატრანსპორტო ეკოსისტემის განვითარებისთვის დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია.

„იმედი გვაქვს მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის კუთხით ცვლილებები მოხდება. ყველა განვითარებულ ქვეყანაში აღნიშნული დაზღვევა სავალდებულოა და იმედი გვაქვს ამ მიმართულებით საკანონმდებლო აქტივობები ჩვენთანაც დაიძვრება. საქართველოს განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეალური ცვლილებები მივიღოთ", - ამბობს იგი.

ინფორმაციისთვის: „ჯი პი აი ჰოლდინგმა“ სადაზღვევო ბაზარზე ავტო დაზღვევის განახლებული სერვისი დანერგა. მომსახურების ახალი სქემის მიხედვით, თუ მანქანა "GPI"- ში დაზღვეული გყავთ, ეს ნიშნავს რომ ავტოსაგზაო შემთხვევიდან მანქანის შეკეთებამდე პროცესს "GPI"-ს ასისტენტები დააკვირდებიან, უწყვეტ რეჟიმში მოგაწვდიან ინფორმაციას და მანქანას შენთვის მისაღებ ფასად, ხარისხიანად შეგიკეთებენ.