მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმედის" ეგზიტპოლი: კახა კალაძე - 57.2%, ნიკა მელია - 42.8%

617d66f96cfa3
ინგა მურუსიძე
30.10.21 20:00
1901
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის პროცესი ზუსტად 20:00 საათზე დასრულდა და ცნობილი გახდა ეგზიტპოლების შედეგები, რომლებიც კვლევითმა ორგანიზაციებმა სხვადასხვა ტელეკომპანიის დაკვეთით ჩაატარეს. ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ეგზიტპოლი კომპანია "გორბიმ" ჩაატარა.

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით,  „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 57.2%-იანი მხარდაჭერა მიიღო; რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ ნიკა მელიას, მას ამომრჩეველთა 42.8%-მა დაუჭირა მხარი.

ინფორმაციისთვის: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში კახა კალაძემ 45,6%-იანი მხარდაჭერა მიიღო, ხოლო ნიკა მელიამ - 34,11%-იანი.