მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეზორტის ტიპის სასტუმრო კომპლექსი რაჭაში, შაორის ტბაზე

BM.GE
25.07.23 19:10
166
რაჭაში, შაორის ტბაზე, რეზორტის ტიპის სასტუმრო კომპლექსი შენდება. ინვესტორი სავაჭრო ცენტრების მმართველი კომპანია IG Developmen-ია. კამპანიამ ტბის პირველ ზოლში მდებარე 29 693 კვ/მ მიწის ნაკვეთი ელექტრონული აუქციონის წესით ქონების ეროვნული სააგენტოსგან 2022 წელს შეიძინა, რომლის განვითარებაზეც მისი შვილობილი კომპანია „სითი დეველოპმენტი“ იზრუნებს.
გასულ წელს ბმჯის კომპანიაში უთხრეს, რომ ტერიტორიაზე 120-ნომრიანი კომპლექსი გაშენდება, რომელიც სრულად აღჭურვილი იქნება როგორც ბავშვთა, ისე მოზარდთა დასასვენებელი და გასართობი სივრცეებით. პროექტის ჯამური ინვესტიცია 20 მლნ დოლარია.
„სითი დეველოპმენტში“ ამბობენ, რომ შაორზე სასტუმროს განსაკუთრებული მოდელი შეიქმნება, რომელიც სამაგალითო იქნება არა მხოლოდ რაჭის, არამედ მთელი საქართველოსთვის.

სტუმარი: გიორგი ებანოიძე -„სითი დეველოპმენტის“ კომერციული დირექტორი