ქუთაისში მდებარე სამკერვალო „იმერი“, რომელიც 500-მდე ადამიანს ასაქმებს, პანდემიამ არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა. კომპანია, რომელიც 1997 წლიდან თანამშრომლობს გერმანულ „ლებეკთან“ (Lebek) და ამ დრომდე მის ერთ-ერთ უმსხვილეს და უმთავრეს პარტნიორად ითვლება, bm.ge-ის უყვება, რომ covid-19-ით გამოწვეულმა კრიზისმა პრობლემები შექმნა, რაც ძირითადად, შემცირებული მოთხოვნით აიხსნება.
"გასული წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს შემოსავლებმა 60-70%-ით იკლო, რაც შემცირებულ მოთხოვნას უკავშირდება. ტანსაცმელს უკვე ნაკლებად ყიდულობენ“, - განაცხადა bm.ge-ისთან სამკერვალო საწარმოს დირექტორმა მაია სიმონიძემ და დასძინა, რომ მოთხოვნა შემცირდა მთავარი პარტნიორის მხრიდანაც, რადგან უკვე თავადაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან.
"პანდემია ჩვენზე ძალიან ცუდად აისახა. რთულად მიდის სამუშაო პროცესი. უცხოელ პარტნიორებს, ვისთანაც ვმუშაობთ, პრობლემები შეექმნათ, დაკვეთები მათაც ცოტა აქვთ; დაბალფასიანი შეკვეთები გვაქვს და ამის გამო საკმაოდ შემცირებულია შემოსავლები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, "იმერმა“ სცადა, ადგილობრივ ბაზარზე გადართულიყო და ვკერავთ როგორც სამედიცინო ხალათებს, ისე კომბინიზონებს, თუმცა ეს დიდ შემოსავალს არ იძლევა. ვცდილობთ, თავი გადავირჩინოთ და გადავიტანოთ ეს პერიოდი, რომ პანდემიის დამთავრებისთანავე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს“, - განაცხადა მაია სიმონიძემ.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც სამკერვალო საწარმოს პანდემიამ შეუქმნა, საერთაშორისო ბრენდებთან თითქმის ფინალში გასული მოლაპარაკებების დაპაუზებაა. „იმერში" აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები ჰქონდათ და დაგეგმილი იყო ხელშეკრულებების გაფორმება ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიცაა Moncler-ი და Marks & Spencer-ი, მაგრამ ამ დროისთვის ორივე ჩაიშალა.
„ახლა ყველაფერი დამოკიდებულია საერთაშორისო ბრენდების ფინანსურ მდგომარეობაზე. ყველა თავისი თავის გადარჩენისთვის იბრძვის; მთავარია გადარჩნენ. იმედია, ჩვენც გამოვალთ ამ სიტუაციიდან და გაზაფხულიდან ახალი შეკვეთებიც იქნება და ახალი ხელშეკრულებებიც", - ამბობს სიმონიძე.
საწარმოს დირექტორი აღნიშნავს, რომ კორონაპანდემიის გამო თანამშრომლების სამსახურიდან გაშვება საჭირო არ გამხდარა, თუმცა ხელფასები შეუმცირეს. „რამდენიმე ხნის წინ საწარმოში თანამშრომლების ნაწილს ვირუსი ჰქონდა, ამიტომ მოგვიწია დროებით კარანტინში გადასვლა. 10 დღით შევწყვიტეთ მუშაობა და შემდეგ ისევ დავბრუნდით. ხელფასები შევამცირეთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია შეიცვლება და შემოსავლებიც მოიმატებს“, - განაცხადა სიმონიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის