„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა მსოფლიო ეკონომიკის პროგნოზის მიმოხილვა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფონდის პროგნოზითაც, საქართველო უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკის აღდგენა-გაჯანსაღებისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით რეგიონული ლიდერი იქნება“- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2021-25 წლების განმავლობაში, საშუალოდ, ჩვენი წლიური ეკონომიკური ზრდა იქნება 5,5 პროცენტი, რაც არის რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.
„მათ შორის, 2021 წელს პროგნოზი არის +5,2 პროცენტი და იმის ნიშნები, რომ ჩვენი ეკონომიკა თანდათან მიდის აღდგენისკენ და დაწყებულია გაჯანსაღების პროცესი, აისახება ყოველთვიურ სტატისტიკაში. პრემიერ მინისტრმაც ისაუბრა, რომ ეს არის ეკონომიკური ვარდნის შესუსტება თვიდან თვემდე, ეს არის ჯერ ქართული წარმოების ექსპორტის ზრდა და ახლა უკვე მთლიანად, რეექსპორტის ჩათვლით, საექსპორტო პროდუქციის ზრდა, რომელიც დაფიქსირდა სექტემბრის თვეში, ასევე ეს არის ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდა და ეს არის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში მოკრძალებული, მაგრამ დადებითი დინამიკა, რომელიც მომავალ უფრო გაძლიერდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის შეფასებით, აქედან გამომდინარე, სსფ-ს პროგნოზი, რომელიც გამოარჩევს საქართველოს, როგორც სწრაფი აღდგენის ტემპით გამორჩეულ ქვეყანას უახლოეს წლებში, ეფუძნება საქართველოს მთავრობის პოლიტიკის იმ ადეკვატურ შეფასებას, რომელიც, პირველ რიგში მიმართულია პანდემიის გავრცელების მართვისკენ.
„ანტიპანდემიური ღონისძიებები ძალიან ეფექტურად ჩატარდა და ამან ეკონომიკას მისცა თანდათან გაჯანსაღების შესაძლებლობა. ეს გვაძლებს დღეს საშუალებას, გადავიდეთ ადაპტაციის ეტაპზე, როდესაც დიდი, სისტემური შეზღუდვების გარეშე გავაგრძელებთ ნელ-ნელა გახსნის პროცესს და ეკონომიკა უფრო სწრაფად გაჯანსაღდება“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა