მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმუნიზაციის ცენტრებიდან ექიმების მიერ უსაფუძვლოდ გამობრუნებული ადამიანების რაოდენობამ მოიმატა"

610c3d8952e55
BM.GE
05.08.21 23:32
2492
ვაქცინაციის პროცესის აქსელერაციის პარალელურად საგრძნობად მოიმატა იმუნიზაციის ცენტრებიდან ექიმების მიერ უსაფუძვლოდ გამობრუნებული ადამიანების რაოდენობამ, - ამის შესახებ იმუნოლოგი, ვაქცინაციის საბჭოს წევრი ბიძინა კულუმბეგოვი „ფეისბუქზე“ წერს.

"მიუხედავად იმისა, რომ ყველა იმუნიზაციის პროცესში ჩართული ექიმი ტრეინირებულია, მსგავსი შემთხვევების პრევენცია უკვე შეუძლებელი გახდა. ფიქსირდება ისეთი შემთხვევებიც, როცა უკან უმიზეზოდ გამობრუნებულ, ქრონიკული დაავადებებით დახუნძლულ ადამიანებს კოვიდი ხვდებათ და იღუპებიან.

ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს:

ვაქცინაციაზე მისული პაციენტის გამობრუნების შემთხვევაში წერილობით მიეცეს ექიმის ახსნა-განმარტება, თუ რა მიზეზით ვერ მოხერხდა და აუცილებელი გახდა აცრის გადადება!!!

ეს მიდგომა საშუალებას მოგვცემს სწორად შევაფასოთ ჩვენი კოლეგების ცოდნის „ლაფსუსები“ და მომავალში ხელი შევუწყოთ მათ უწყვეტ პროფესიულ განათლებას და მეორე მხრივ დავაჩქაროთ ვაქცინაციის პროცესი", - წერს კულუმბეგოვი.