მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოს ბანკი” სამშენებლო და სარემონტო მასალების ბიზნესის პარტნიორობას განაგრძობს

BM.GE
30.06.23 09:41
611
სტატიაში საუბარია:
სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი და ადგილობრივი კომპანიები მოვიკითხეთ და მათთან ერთად ბიზნესის განვითარების ტენდენციებიც მიმოვიხილეთ. აღმოჩნდა, რომ დღეს სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარზე მდგომარეობა როგორც იმპორტირებული პროდუქციის მოწოდების, ასევე მისი საფასო პოლიტიკის თვალსაზრისით სტაბილურია. 

სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი კომპანიები აღნიშნავენ, რომ ბაზარზე ოპერირების დროს მნიშვნელოვანია ერთგული ფინანსური პარტნიორის ყოლა, რაც საჭიროების შემთხვევაში კომპანიისთვის დიდი მხარდაჭერაა. 

საქართველოს ბანკის კორპორატიულ დეპარტამენტში განმარტავენ, რომ მათთვის სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარი პრიორიტეტულია და მის განვითარებას თვალს აქტიურად ადევნებენ.