09.თებერვალი .2021 14:42

"ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის განხილვა პანდემიამ შეაფერხა, თუმცა - დროებით"

"ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის განხილვა პანდემიამ შეაფერხა, თუმცა - დროებით"
views 292
უკან

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძის განცხადებით, ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხის განხილვა პანდემიამ შეაფერხა, თუმცა - დროებით.

როგორ არველაძემ დღეს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროპული ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, შეხვედრის ონლაინ-რეჟიმში გასამართად მუშაობა ახლა მიმდინარეობს.

„ინდოეთთან დასრულებული გვაქვს ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა და ასევე, ორივე ქვეყნის მხრიდან არის მზადყოფნა, რომ მზად ვართ მოლაპარაკებების რაუნდები გავმართოთ. გასულ წელს, მარტში გვქონდა მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დაგეგმილი, პანდემიამ პროცესი გადადო, თუმცა ახლა უკვე აქტიურად ვთანამშრომლობთ დიპლომატიური არხებით, ეკონომიკის და ვაჭრობის სამინისტროები მართავენ აქტიურ კონსულტაციებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიგეგმოს პირველი რაუნდი, თუნდაც - ონლაინ-რეჟიმში. ეს რთული პროცესია, თუმცა იმისთვის, რომ საკითხი დავძრათ, ასეთი განხილვაც შეიძლება“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ინდოეთმა საქართველოში საელჩო გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.  ელჩი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასაც შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობა ინტენსიური გახდეს.