02.მაისი .2020 10:49

"ინფექციურ საავადმყოფოში სულ 13 მოზარდი მკურნალობს, ყველა მათგანის მდგომარეობა კეთილსაიმედოა"

views 140
უკან

კორონავირუსით ინფიცირებული 16 პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში 7 ახალი პაციენტია გადაყვანილი, მათგან 1-ის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 3 მოზარდია.

„ჩვენთან 7 ახალი პაციენტია, ერთი გვყავს კრიტიკული, ის არის მაღალი ასაკის პირი, აქვს თანმხლები დაავადებები. ამ ეტაპზე მდგომარეობა ჯერჯერობით ასეთია, ვნახოთ დინამიკა როგორი იქნება. ამ 7 პაციენტში არის 3 მოზარდი, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენ გვყავდა 11 მოზარდი, ერთი გაეწერა, ხოლო სამი დაგვემატა და 13-ვე მათგანის მდგომარეობა კეთილსაიმედოა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.


შეგახსენებთ, დღეს კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 16-ით, 582-მდე გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა