მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინფექციურში მოთავსებული პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა"

5e7d9efa68dcc
ინგა მურუსიძე
27.03.20 10:42
924
ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 45 ინფიცირებულიდან 1-ის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„გუშინ დილის შემდეგ ჩვენ გვყავს 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ანუ დღეს სულ 81 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ჩვენთან გამოჯანმრთელდა სულ 12 პაციენტი და მათგან 11 უკვე გაწერილია ბინაზე, ხოლო 1 გაივლის ბოლო კონსულტაციებს და სავარაუდოდ დღეს დატოვებს ცენტრს. ბოლო ინფიცირებულთაგან ჩვენთან მყოფი პაციენტის კლასტერი არ ცდება იმ კონტაქტს, რომელიც ჩვენთან არის დაფიქსირებული“, - გააცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, 4 მძიმე პაციენტიდან ერთი არის განსაკუთრებით მძიმე და დასტაბილურება ვერ ხერხდება, ხოლო დანარჩენი სამის შემთხვევაში ვითარება ფასდება - როგორც სტაბილურად მძიმე.

„5 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ: სულ კორონავირუსი დაუდასტურდა 81 მოქალაქეს, მათგან 2 ავსტრიის მოქალაქე იყო და საკუთარ სამშობლოში გადაიყვანეს, 13 გამოჯანმრთელდა, ხოლო დანარჩენი საქართველოს სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობს.
კარანტინის რეჟიმში - 4427 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 257.