მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინფიცირების 15 000 შემთხვევა ნიშნავს, რომ Covid- 19, სამწუხაროდ, ყველას დაგვემართება"

61efa9df3477e
ინგა მურუსიძე
25.01.22 12:04
1978
ბიზნეს ასოციაციის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ნინა კობახიძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის მაღალ მაჩენებლებთან ერთად სკოლები სწავლების ონლაინ-რეჟიმზე უნდა გადავიდეს, ხოლო დაწესებულებები - დისტანციურ მუშაობაზე. ასე ეხმაურება კობახიძე დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების რაოდენობას.

„15 000 შემთხვევა ნიშნავს 20-25 ათას შემთხვევას რეალურად (სოფლებში სადაც PCR ტესტვის საშუალება არ არსებობს, იქ ხალხს ჰგონია, გაცივდნენ). ამდენი შემთხვევა ზოგი განმეორებით და ზოგიც ახალი ნიშნავს, რომ ყველას დაგვემართება სამწუხაროდ, გარდა იმ 10-15%-სა, ვისაც ეპიდემიისას არ ემართებათ. ასეთი გაზრდილი რაოდენობა ნიშნავს, ბევრ სტაციონარულ შემთხვევას, ოჯახის ექიმებისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის გადაქანცვას (ვეღარ ავუდივართ უკვე, დღეში 50 პაციენტთან რეკავს ერთი ექიმი). ამიტომ სასწრაფოდ უნდა გადავიდეს სკოლები ონლაინ ერთი თვე და ყველა ის დაწესებულება, ვისაც ონლაინ და დიდი დისტანციით მუშაობა შეუძლია, დღესვე უნდა მობილიზდეს და დაგეგმოს დისტანციური სამუშაო.

ნუ ქეიფებზე, ქორწილებზე, და დაბადების დღეებზე საუბარი სირცხვილიცაა უკვე.

აბა, კაი გაძლება ჩვენ, ამასაც მოვერევით“, - წერს ნინა კობახიძე facebook-ში თავის გვერდზე.