მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინფიცირების შანსი მინიმალურია, მიდით არჩევნებზე" - ამირან გამყრელიძე

5f9bf5846ccad
ინგა მურუსიძე
30.10.20 15:20
1354
"ინფიცირების შანსი მინიმალურია, მიდით არჩევნებზე", - ამ სიტყვებით მიმართავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამომრჩევლებს.

მისი თქმით, მოქალაქეები პირბადით უნდა მივიდნენ არჩევნებზე, რაც ინფიცირების მინიმალური რისკის გარანტიას იძლევა.

"დამერწმუნეთ, ძალიან სერიოზული წინამოსამზადებელი სამუშაო ჩატარდა. ისეა გათვლილი ყველაფერი, რომ ადამიანის დაინფიცირების რისკი მინიმალურია. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ, მიდით არჩევნებზე პირბადით; მხოლოდ ორჯერ, 10 წამით გიწევთ პირბადის მოხსნა, რაც საშიში არ არის. მაქსიმალური დაცვა არის გათვალისწინებული, რომ არჩევნებზე და ხმის მიცემის პერიოდში ინფიცირებულთა მაჩვენებელი არ გაიზარდოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.