მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინფიცირებულ თანამშრომელს საპატრიარქოს შიდა შენობასთან და თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონდა"

5e959f68c3cd6
ინგა მურუსიძე
14.04.20 15:31
982
საპატრიარქოს პრეს-სპიკერის, მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დაცვის ორ თანამშრომელს, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან ჰქონდათ კონტაქტი, ვირუსი არ დაუდასტურდათ.

„ზოგადად საპატრიარქოს დაცვის სამსახური არ ჰყავს. მის დაცვას ახორციელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. დროდადრო ხდება თანამშრომლების როტაცია.

დაავადება აღმოაჩნდა ამ სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც საპატრიარქოში შემოსასვლელს აკონტროლებდა. ვისთან ერთადაც ასრულებდა სამუშაოს, კიდევ ორ თანამშრომელს ასევე ჩაუტარდათ კვლევები და მათ არ დაუდასტურდათ ვირუსი.

დაცვის ამ წევრს საპატრიარქოს შიდა შენობასთან და თანამშრომლებთან სხვა კონტაქტი, გარდა შემოსასვლელი პუნქტისა არ ჰქონდა“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.