მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინფლაცია მთავარი გამოწვევაა" - სოსო ბერიკაშვილი

62476fe46ac36
ალა ისპირიანი
03.04.22 14:08
765
ინფლაცია ალბათ ისეთი მაღალი არ იქნება, როგორც ბოლო თვეებში იყო. შარშანდელთან შედარებითაც ალბათ უნდა შემცირდეს, მაგრამ საუბარია ზრდის ტემპის და არა ფასების შემცირებაზე, - ამის შესახებ ეკონომისტმა, “კავკასიის უნივერსიტეტის” ეკონომიკის სკოლის დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა გადაცემა BMGDrive-ში ისაუბრა.

„ინფლაცია არა მარტო ჩვენთან, მთავარი გამოწვევაა ამერიკაშიც და იქნება ალბათ რუსეთშიც. ინფლაცია არის ფასების საერთო დონის ზრდა და უფრო მეტად ფასები კვების პროდუქტებზე, სურსათზეა გაზრდილი, რაც ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ღარიბია და მათ სამომხმარებლო კალათაში დიდი ნაწილი სურსათს უკავია. ღარიბ ადამიანებს კიდევ უფრო მეტად არტყამს ეს ინფლაცია. პურზე და კვერცხზე გაზრდილი ფასი შიმშილობას ნიშნავს.

ინფლაცია ალბათ შემცირდება, იმას ვგულისხმობ, რომ ისეთი მაღალი მაინც არ იქნება, როგორც ბოლო თვეებში იყო, ასევე შარშანდელთან შედარებითაც უნდა შემცირდეს, მაგრამ ახლა უბრალოდ ზრდის ტემპის შემცირებაზე ვსაუბრობთ და საუბარი არაა ფასების შემცირებაზე.

ბევრი რამეა დამოკიდებული ომზე რამდენ ხანს გაგრძელდება. ამასთან, კრიზისულ სიტუაციაში ეროვნული ბანკი და მთავრობა შეთანხმებულად უნდა მოქმედებენ", - აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.